მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის აბაზანები ასპინძაში – "სტუმრებს უკვე 10 ქვეყნიდან ვუმასპინძლეთ"

618ce4c66ffb4
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.21 10:20
2044
სექტემბერში სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი ასპინძაში ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ლუდსახარში ვარძიამ“ ლუდის სპა და საოჯახო სასტუმრო აამოქმედა. კომპანიის დამფუძნებლის თქმით ინვესტიციამ 50 000 ლარი შეადგინა.

მესხური ოდა, საოჯახო სასტუმრო და ლუდის აბაზანები სტუმრებს განთავსებასთან ერთად ქვევრის ლუდის დეგუსტაციას, ადგილობრივი მესხური კერძების დაგემოვნებას და ლუდის აბაზანებს სთავაზობს. BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ზედგინიძე აღნიშნავს, რომ ლუდის აბაზანების სერვისის ღირებულება 100-150 ლარია და დღეისთვის 2 აბაზანა ფუნქციონირებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი ზაფხულის სეზონის დასასრულს გაიხსნა, მოთხოვნა მათ ობიექტზე დამაკმაყოფილებელი იყო.

„მივყვებით ჩვენს მიზნებსა და გეგმებს. დღეისთვის სტუმრებს უკვე 10 ქვეყნიდან ვუმასპინძლეთ. საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვქონდა და Booking.com-ზეც მაღალი შეფასება გვაქვს. კანადა, პორტუგალია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი - სტუმრები ძირითადად ამ ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ინტერესი დიდია, თუმცა ჩვენი ბიზნესი უფრო სეზონურია“, - ამბობს „ლუდსახარში ვარძიას“ დამფუძნებელმა ზაზა ზედგინიძე.

მეწარმე ბიზნესის განვითარების ამ საფეხურზე გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო წლებში გასტრო-ტურისტული ობიექტის გაფართოებას გეგმავს.
ცნობისთვის, ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ლუდსახარში ვარძია“ ყოველთვიურად დაახლოებით 2-3 ტონა ქვევრის ლუდს აწარმოებს და მის რეალიზებას თბილისში ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები