მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდის იმპორტი 47%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ და რომელ კომპანიებს შემოაქვს სასმელი?

ლუდი

ლუდის იმპორტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში ქვეყანამ ლუდის იმპორტზე $21.8 მილიონი გადაიხადა, ხოლო ქვეყანაში შემოსული პროდუქციის რაოდენობამ 18.8 მილიონ ლიტრს მიაღწია. შედარებისთვის, 2024 წლის 10 თვის პერიოდში, იმპორტის ღირებულება $14.9 მილიონს, ხოლო მოცულობა 13.4 მილიონ ლიტრს შეადგენდა.

მონაცემების მიხედვით, ლუდის იმპორტში გადახდილი თანხა 46.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო შემოტანილი ლუდის მოცულობა – 40.6%-ით.

ქვეყნისთვის წელს, 10 თვეში მთავარი საიმპორტო ბაზარი გერმანიაა, სადაც საქართველომ $7.8 მლნ-ის 5 853 200 ლიტრი ლუდი შეიძინა.

საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია (2025/10 თვე):

  1. გერმანია - $7.8 მლნ, 5 853 200 ლიტრი;
  2. ნიდერლანდები - $2.6 მლნ, 2 157 520 ლიტრი;
  3. რუსეთი - $2.3 მლნ, 2 692 630 ლიტრი;
  4. ჩეხეთი - $1.5 მლნ, 1 146 540 ლიტრი;
  5. თურქეთი - $1.2 მლნ, 1 604 900 ლიტრი;
  6. მექსიკა - $1 მლნ, 555 368 ლიტრი;
  7. ესპანეთი - $ 1 მლნ, 915 058 ლიტრი;
  8. ბელგია - $894 ათასი, 647 275 ლიტრი;
  9. ბულგარეთი - $662 ათასი, 521 862 ლიტრი;
  10. უკრაინა - $590 ათასი, 1 246 690 ლიტრი.

რაც შეეხება ლუდის იმპორტიორ კომპანიებს, საქსტატისგან მიღებული ინფორმაციით, უმსხვილესი იმპორტიორები შემდეგია:

1. სს ლომისი;
2. სს ქართული ლუდის კომპანია;
3. შპს ბიარ ჯორჯია;
4. შპს გაგრა პლუსი;
5. შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
6. შპს ინტრეიდი;
7. შპს კანტი;
8. შპს საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა;
9. შპს ტავ;
10 შპს შარმ ტრეიდინგი.

ჩამონათვალი არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

ხოლო, რაც შეეხება ექსპორტს და ლუდის საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, წელს ლუდის ექსპორტი შემცირებულია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე, 2025 წლის 10 თვეში, $5.6 მლნ-ის ღირებულების 4 696 730 ლიტრი ლუდი გაყიდა. 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში $7 მლნ-ის 5 875 040 ლიტრი ლუდი ჰქონდა გაყიდული. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ ლუდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 19.2%-ით არის შემცირებული.

ლუდის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წელს ყაზახეთია. ამ ბაზარზე, 10 თვეში ქვეყანამ $1.1 მლნ-ის 1 014 900 ლიტრი ლუდი გაყიდა.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/10 თვე):

  1. ყაზახეთი - $1.1 მლნ, 1 014 900 ლიტრი;
  2. რუსეთი - $816 ათასი, 691 882 ლიტრი;
  3. სომხეთი - $718 ათასი, 698 865 ლიტრი;
  4. ისრაელი - $458 ათასი, 460 669 ლიტრი;
  5. აზერბაიჯანი - $429 ათასი, 232 190 ლიტრი;
  6. ყირგიზეთი - $296 ათასი, 195 728 ლიტრი;
  7. ჩინეთი - $282 ათასი, 198 137 ლიტრი;
  8. თურქმენეთი - $227 ათასი, 112 745 ლიტრი;
  9. უზბეკეთი - $204 ათასი, 142 675 ლიტრი;
  10. ტაჯიკეთი - $196 ათასი, 132 648 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები