მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის მწარმოებელ Carlsberg-ს კორონავირუსის გამო გაყიდვები შეუმცირდა

5e394df68f535
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.20 23:00
842
კორონავირუსის გამო გაჩერებული ეკონომიკა ჩინეთში პრობლემებს მსოფლიოში ცნობილ დანიურ ლუდის კომპანია Carlsberg-საც უქმნის, მაგრამ როგორც კომპანია აცხადებს, ჩინეთის ბაზართან დაკავშირებით აღებული სტრატეგიის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Carlsberg-ი აცხადებს, რომ მათი პროდუქციის გაყიდვები 19%-ით გაიზარდა გასულ წელს და შემოსავლმა 9.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ კომპანიის გაყიდვები საგრძნობლად შემცირებულია კოროვირუსის აფეთქების გამო, რადგან თავშეყრის ადგილები, როგორიც არის რესტორნები, კაფეები და კარაოკე ბარები დახურულია.

“ჩვენი პროგნოზებით, კორონავირუსი გაყიდვებს მოკლევადიან პერიოდში დააზარალებს, მაგრამ რაც შეეხება გრძელვადიან მოლოდინებს, კომპანია მომავალს პოზიტიურად უყურებს“, - განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სიზ თი ჰარტმა.

Carlsberg-ი ჩინეთის ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და დღეს ქვეყნის 35 ქალაქშია წარმოდგენილი, კომპანია იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის უკვე 40 ქალაქში იქნება პოზიციონირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები