მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის სექტორი საქართველოში სტაბილურად იზრდება - „თიბისი კაპიტალი"

სექტორი

„თიბისი კაპიტალმა“ სექტორული კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ღვინის სექტორის მსგავსად, ლუდის სექტორი საქართველოში სტაბილურად იზრდება.

„თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო წლებში ადგილობრივი ლუდსახარშის და ლუდის ბრენდების რაოდენობა გაიზარდა და ლუდის სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 2022 წელს 495 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს.

ლუდის წარმოება ბოლო წლებში მატულობს და 2021 წელს 111 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 2,4%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წარმოება ღირებულებას, 214 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 6,5%-ით აღემატება. 

რაც შეეხება 2022 წელს საქართველოში შინამეურნეობების ლუდის წლიურ მოხმარებას 2,7 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,6%-იან ზრდაზე მიუთითებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები