მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები მსოფლიოში - TOP 10 კომპანია

წარმოება
BM. GE
27.07.25 00:33
4969

ლუდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ალკოჰოლური სასმელია. 2024 წლის ივნისიდან დღემდე 40-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამურად 1.64 მილიარდი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. ქარხნების დიდი ნაწილი ევროპასა და აზიაში მდებარეობს.

VinePair-ის სტატისტიკის თანახმად, სიის სათავეში უცვლელად ბელგიური AB InBev-ია, რომელმაც ბოლო 12 თვეში 495 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. სიაშია დანიური Carlsberg Group-იც, რომელმაც 101 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი ჩამოასხა.

აღსანიშნავია, რომ მე-3, მე-6 და მე-9 ადგილებს ჩინური ლუდსახარშები იკავებენ. მათ მიერ ჩამოსხმული ლუდის საერთო მოცულობა 224 ჰექტოლიტრს შეადგენს.

ათეული კი ასეთია:

  1. AB InBev (ბელგია) - 495.5 მილიონი ჰექტოლიტრი
  2. Heineken (ნიდერლანდები) - 240.7 მილიონი ჰექტოლიტრი
  3. China Resources Snow Breweries (ჩინეთი) - 108.8 მილიონი ჰექტოლიტრი
  4. Carlsberg Group (დანია) - 101.2 მილიონი ჰექტოლიტრი
  5. Molson Coors (აშშ/კანადა) - 79.6 მილიონი ჰექტოლიტრი
  6. Tsingtao Brewery Group (ჩინეთი) - 75.4 მილიონი ჰექტოლიტრი
  7. Asahi Group (იაპონია) - 65.0 მილიონი ჰექტოლიტრი
  8. BGI / Groupe Castel (საფრანგეთი) - 44.0 მილიონი ჰექტოლიტრი
  9. Yanjing (ჩინეთი) - 40.0 მილიონი ჰექტოლიტრი
  10. Efes Group (თურქეთი) - 38.7 მილიონი ჰექტოლიტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები