ლუდის ინდუსტრია საქართველოში ადგილობრივი წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით ერთ-ერთ აქტიურ სექტორს წარმოადგენს - საქსტატმა BM.GE-ის მოთხოვნის საფუძველზე მოამზადა ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოებასა და ექსპორტში უმსხვილესი ათეულები დააკომპლექტეს.
საქსტატის განმარტებით, წარმოდგენილი კომპანიების სიები არ არის დალაგებული რეიტინგის (მაგალითად, ბრუნვის ან ექსპორტის მოცულობის) მიხედვით.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი საწარმოები
საქსტატის ინფორმაციით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით (რომელიც მოიცავს როგორც ძირითად, ისე არაძირითად ეკონომიკურ საქმიანობას), 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, ლუდის მწარმოებელ TOP 10 კომპანიას შორის (შემთხვევითი თანმიმდევრობით) შედიან:
- სს "არგო"
- შპს "კრაფტარეა"
- სს "ლომისი"
- შპს "კრისტალი"
- სს "ქართული ლუდის კომპანია"
- ი/მ გიორგი ალხანაიძე
- შპს "გენუინ ბრევინგ კომპანი"
- შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"
- შპს "მაქსიმუს"
- შპს "ლუდი ბათუმური"
რაც შეეხება 2026 წლის I კვარტალს, უმსხვილეს მწარმოებელთა ათეულში მცირე ცვლილებაა. კერძოდ, სიიდან გავიდა შპს "კრაფტარეა", მის ნაცვლად კი ათეულში შპს "ველი ნატახტარი" გამოჩნდა. დანარჩენი კომპანიების შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
ლუდის უმსხვილესი ექსპორტიორები
საქსტატმა ასევე მოგვაწოდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც ქვეყნიდან ყველაზე დიდი მოცულობის ლუდი გააქვთ ექსპორტზე.
2025 წელს უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეული ასე გამოიყურებოდა:
- სს "არგო"
- სს "ლომისი"
- სს "ქართული ლუდის კომპანია"
- შპს "ბურგალა+"
- შპს "გეო იმპექს"
- შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"
- შპს "გლობალ ტრეიდი"
- შპს "ვიტა უმბა ვუ"
- შპს "პრემიერ კომუნიქეიშენ"
- შპს "პრომო"
2026 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საექსპორტო ათეულში გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა. კომპანიების სიას გამოაკლდა შპს "ვიტა უმბა ვუ", შპს "პრემიერ კომუნიქეიშენ" და შპს "პრომო", მათ ნაცვლად კი უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის გამოჩნდნენ: შპს "ბაიო ბრიუინგ კომპანი", შპს "ინტრეიდი" და შპს "ქედელი ბრუვინგ".




























