მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდსახარში "ყაზბეგის" ქარხნის ტერიტორიას "ნექსთი" განავითარებს

მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომლის ავანგარდში ამ შემთხვევაში დეველოპერული კომპანია "ნექსთია" - საკმაოდ ახალგაზრდა კომპანია, რომელიც საქართველოს გარდა მსოფლიოს კიდევ თუ არ ვცდები 5 ქვეყანაში აშენებს და ზრდის სამშენებლო მოცულობებს, მაგრამ ახლა ახალი და თბილისური ამბავია: ყოფილი ლუდსახარში „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ისტორიული სივრცე დეველოპერულმა კომპანიამ Next-მა შეიძინა და მის სრულ რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს. „ყაზბეგის“ ქარხანა ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ საწარმოს, არამედ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ ცენტრსაც, სივრცეს, რომელიც ქმნიდა სამუშაო ადგილებს, აერთიანებდა ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თბილისის ურბანულ იდენტობაში. დროთა განმავლობაში, როგორც ბევრმა ინდუსტრიულმა ობიექტმა, მან ფუნქცია დაკარგა, თუმცა მისი ისტორიული და ემოციური მნიშვნელობა ქალაქისთვის დღემდე შენარჩუნებულია და კომპანიის მიერ გავრცელებული რელიზიდან ვგებულობთ ,რომ პროექტის დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები