მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lufthansa 2030 წლამდე 4,000 თანამშრომელს დაითხოვს

Lufthansa

უმსხვილესმა გერმანულმა საავიაციო კომპანიამ, Lufthansa Group-მა მასობრივი შემცირება დააანონსა. არსებული ინფორმაციით, 2030 წლამდე სამსახურს დაკარგავს ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი 4,000 თანამშრომელი. შემცირება, მეტწილად, შეეხება გერმანიაში მომუშავე პერსონალს.

როგორც Lufthansa Group-ში აცხადებენ, გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებასთან, პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზაციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტის მეტ ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. მათი თქმით, AI-ს უკვე აქვს რესურსი, შეასრულოს ის საქმე, რასაც ამჟამად დასაქმებული 4,000 თანამშრომელი ასრულებს.

შემცირებების გამოცხადებასთან ერთად, კომპანიამ ფინანსური პროგნოზიც გააუმჯობესა. Lufthansa Group-ში ვარაუდობენ, რომ სასაქონლო და საოპერაციო მოგება, საშუალოდ, 8-10%-ით, 2028 წლამდე გაიზრდება. კომპანიაში კი დამატებით $3 მილიარდი დოლარის შემოსავალი შევა. გამოთავისუფლებული თანხების ნაწილი კი არსებული ფლოტის განახლებას და 230 ახალი თვითმფრინავის შეძენას მოხმარდება.

გერმანული საავიაციო კომპანიის გადაწყვეტილებას ბირჟაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა, რაც გაჟღერებული პოზიციისადმი ინვესტორების კეთილგანწყობას ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები