გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი SAP-ი სულ მცირე 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯით ბიზნესმოდელის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე მორგებას ცდილობს.
გამოცემის წყაროების თქმით, შემცირების პოტენციური არეალი პროდუქტების განვითარების, ინჟინერიისა და გაყიდვების მიმართულებები იქნება.
გასათვალისწინებელია, რომ SAP-ში მსოფლიოს მასშტაბით 110,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, თანამშრომელთა გათავისუფლების საბოლოო მასშტაბი კი პროფკავშირებთან მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს.
აღსანიშნავია ფაქტია, რომ გენერალური დირექტორი კრისტიან კლაინი SAP-ის ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე გადაყვანას ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით აჩქარებს. ამ მიზნით, მიმდინარე წელს კომპანიამ ოთხი გარიგება დაასრულა და Reltio, Dremio, Prior Labs-ი და TechWolf-ი შეიძინა.
ახალი შენაძენები SAP-ს კორპორაციული მონაცემების ორგანიზებაში, ბიზნესინფორმაციისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნასა და პერსონალის უნარების ანალიზში დაეხმარება.
ინფორმაციისთვის, SAP-მა მასშტაბური რეორგანიზაცია 2024 წელსაც ჩაატარა, რა დროსაც დაახლოებით 10,000 პოზიცია ძირითადად ნებაყოფლობითი წასვლისა და გადამზადების პროგრამების ხარჯზე შეამცირა. მიუხედავად ამისა, ახალ პოზიციებზე კადრების აყვანის გამო, კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მოგვიანებით თითქმის უცვლელი დარჩა.
























