მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa ოპერირების ჩვეულ რეჟიმს 2023 წელს დაუბრუნდება - კომპანიაში მიზეზებს განმარტავენ

62b6b0f4c1780
მარიამ ვარადაშვილი
25.06.22 14:18
1334
Lufthansa-ს პროგნოზით ავიაკომპანია, საერთაშორისო ოპერირების ჩვეულ რეჟიმს 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. მიზეზი კადრების დეფიციტია, რომელიც Covid-19-ის შემდგომ გაზრდილ მოთხოვნას ვერ პასუხობს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლემა დეთლეფ კეისმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან განმარტა, ვითარების მოკლევადიან პერიოდში გადაჭრის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ფრენების ამცირებენ.

ავიაკომპანიამ ზაფხულში 3 ათასი ფრენის გაუქმების შესახებ უკვე განაცხადა, რაც მთლიანი ფრენების დაახლოებით 15%-ია. დეთლეფ კეისის თქმით, Lufthansa ცდილობს ტურისტულ მიმართულებებს რეისების გაუქმება, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები