მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa საქართველოში რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს

5f11a9f4b8d0c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 17:43
16055
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა მოლაპარაკებები, ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Lufthansa „ლუფტჰანზასთან“. შევჯერდით, რომ ფრენები დაიწყება 2 აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით. მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისიდან მიუნხენში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ პარასკევს და ორშაბათს”, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები