ლუი ვიტონი Tiffany & Co.– ს 16,2 მილიარდ დოლარად შეიძენს, რაც მას სამკაულების ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით ჯგუფი აღნიშნავს, რომ ინვესტირებას აპირებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიუველირო კომპანიის განვითარებაში.
„მინდა გამოვხატო ჩვენი უდიდესი პატივისცემა Tiffany & Co.–ს მიმართ. ჩვენი გუნდი აპირებს კომპანიის განვითარებას იგივე მონდომებით და ენთუზიაზმით, როგორც ვზრუნავთ თითოეულ ჩვენს მოდის სახლზე“, - განაცხადა ლუი ვიტონის CEO ბერნარ არნომ.
„სტრატეგიული ანალიზის შემდეგ, ჩვენმა საბჭომ დაასკვნა, რომ LVMH–თან ეს გარიგება გვაძლევს გზას მორიგი წარმატებებისკენ. ლუი ვიტონი აპირებს ინვესტირებას Tiffany & Co.-ს აქტივებში და ასევე ადამიანურ კაპიტალში“, -აღნიშნა როჯერ ფარამ, Tiffany & Co.–ს დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში LVMH–მა Tiffany & Co.–ს 120 დოლარი შესთავაზა თითო აქციაში; საბოლოო ჯამში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ლუი ვიტონი" კომპანიის თითო აქციაში 135 დოლარს გადაიხდიდა.