მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუკა გუგეშაშვილი მომდევნო სეზონიდან “პაოკში” ითამაშებს

ლუკა გუგეშაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი ზაფხულში ახალი გუნდში იასპარეზებს. "პანსერაიკოსის" 25 წლის გოლკიპერი მომდევნო სეზონიდან "პაოკში" ითამაშებს, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია და გუგეშაშვილმა ბერძნულ კლუბს საკუთარი მომავალი 3 წლით დაუკავშირა. კონტრაქტი ძალაში ზაფხულიდან შევა, მანამდე კი ქართველი მეკარე "პანსერაიკოსში" ჩაამთავრებს სეზონს, "პაოკმა" მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, გუგეშაშვილს საბერძნეთის სუპერ ლიგაში 25 მატჩი აქვს ჩატარებული. ლუკა შესანიშნავად გამოიყურება და ბევრი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა, კარი მშრალად კი 5 თამაშში შეინახა.

Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 700 000 ევროა. რაც შეეხება "პაოკს" თესალონიკელებმა ჩემპიონატის ძირითადი სეზონი მეოთხე პოზიციაზე ჩაამთავრეს და საჩემპიონო ჯგუფში ამჟამად მეოთხე პოზიციას იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები