მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუკა პოლარემ" ბაქოში მე-6 ფილიალი გახსნა - ინვესტიცია $50 000-ია

ლუკა პოლარე

ლუკა პოლარემ გასულ კვირას ბაქოში ახალი ფილიალი გახსნა და ამ დროისთვის აზერბაიჯანში 6 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ახალი ფილიალის გახსნისთვის კომპანიამ 50 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო.

„მიმდინარე წელს ბაქოში რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის სავაჭრო მოლში, ცენტრალურ ქუჩებზე და სანაპირო კურორტ „Seabreeze”. მე-6 ფილიალი კი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრ Ganjlik Mall-ში მდებარეობს.

მიმდინარე წელს ბაქოში კიდევ გვექნება სიახლეები, რომელსაც მალე დაგიანონსებთ!“ - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თინათინ გობეჯიშვილმა.

ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა.

აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის და წარმოების, ასევე სხვა დეპარტამენტებიც.

"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს, ექსკლუზიურ ყავას, ლანჩს და სხვადასხვა ტკბილეულს სთავაზობს. ბრენდი უკვე 16 წელია მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -6, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 6 ფილიალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები