ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას ბელარუსი პოლიტოლოგი, დიმიტრი ბოლკუნეცი ავრცელებს.
როგორც ის წერს, სასტუმრო, რომელსაც ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის აშენებს, 300 ნომრიანი იქნება. მასში სპა შენობა და ტალახის აბაზანები განთავსდება.
"ამასთან, იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზების, საბავშვო ზონის წყლის სასრიალოებით, რეკრეაციული ზონის სპორტული მოედნებითა და 8 VIP სახლის განთავსება. კომპლექსთან ორი ნავმისადგომის აშენება იგეგმება, რომელთაგან ერთი VIP იახტებისთვის იქნება”, – წერს დიმიტრი ბოლკუნეცი.