მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკაშენკოს აფხაზეთში მიწა აჩუქეს - გამოძიება

ლუკაშენკო აფხაზეთში

ბელარუსის პრეზიდენტს ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ჰექტარი ფართობის მიწა აჩუქეს. ამის შესახებ ბელარუსის გამოძიების ცენტრი წერს. ჟურნალისტები ყურადღებას ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე ამახვილებენ, რომელიც 2022 წლის სექტემბერში შედგა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, პუტინის შემდეგ, მეორე ლიდერია, რომელიც არ აღიარებულ აფხაზეთში ჩავიდა.

"ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების განზრახვის შესახებ განცხადებები გააკეთეს. ლუკაშენკოს მოგზაურობის მომდევნო დღეს, 2022 წლის 29 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც "Zhemchuzhina 2010-ს" სანაპიროზე 20 ჰექტარი ფართობის მიწა გადაეცა. ერთი თვის შემდეგ, სოხუმში გავრცელდა სიუჟეტი, რომელშიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში მიწის გადაცემა საინვესტიციო პროექტით აიხსნა", - წერია სტატიაში.

ინვესტიციის ზომა 15 მლრდ რუბლია (260 მლნ დოლარი). ოკუპირებულ აფხაზეთში დარეგისტრირებული "Zhemchuzhina 2010-ის" 90% ბელარუსის მოქალაქეს ეკუთვნის, ხოლო 10% აფხაზეთის, დათო კვიწინიას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის. მისი თქმით, მას ოფიციალური მონაწილეობისთვის მცირე თანხა გადაუხადეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "Zhemchuzhina 2010"-ის 90% ბელორუსულ კომპანია Termaliya-ს ეკუთვნის, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთაში ვიზიტამდე ორი თვით ადრე დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ლუკაშენკოს დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები