მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკაშენკოს მტკიცებით, პრიგოჟინის სამხედრო აჯანყება პირადად მან შეაჩერა

64a6a6f5bd573
გიორგი თოლორდავა
06.07.23 15:48
588
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ “ვაგნერის“ არმიის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყება პირადად მან შეაჩერა.

სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვიდან 200 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ პრიგოჟინს ლუკაშენკომ ტელეფონზე დაურეკა და მასთან რამდენიმესაათიანი საუბარი ჰქონდა. როგორც ლუკაშენკო ამბობს, პირველი 30 წუთი რუსი მინისტრების ლანძღვა-გინებას დაეთმო, დარჩენილი დრო კი სიტუაციის გამოსწორებას.

როგორც ჩანს, პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს „დასჯას“ მოითხოვდა და მისი აჯანყების მიზანი არა მთავრობის შეცვლა, არამედ კრემლიდან მოღალატეების განდევნა იყო.

როგორც ლუკაშენკო ამბობს, მან პრიგოჟინს უთხრა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში მას ისევე გასრესდნენ, როგორც მწერს, ამიტომაც მას უკან უნდა დაეხია და ბელარუსში ჩასულიყო.

ლუკაშენკო „ვაგნერის“ არმიის წევრებს ბელარუსში თავშესაფარს დაჰპირდა, გარდა ამისა, მათ მიტოვებული სამხედრო ბაზაც გადაეცათ.

იყო თუ არა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული თავად ვლადიმირ პუტინი, ეს უცნობია, თუმცა ლუკაშენკო ამბობს, რომ პრიგოჟინთან დარეკვამდე მან ნებართვა სწორედ პუტინისგან მიიღო.

როგორც ბელარუსული მედია იუწყება, პრიგოჟინი ამჟამად რუსეთში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები