მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუხუმ ქართლოსიშვილის ერ-ტე-დემ წერეთლის გამზირის შეუსრულებელი სამუშაოს მერე, პირველი ტენდერი მოიგო - დეტალები

ერტედე

საჩხერის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის 367 ათასი ლარის სამუშაოებს კომპანია "ერ ტე დე" შეასრულებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თებერვლის დასაწყისში "შავ სიაში" შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა. თუმცა, ორიდან ერთი, ლუხუმ ქართლოსიშვილის ერ-ტე-დე ამ დროისთვის თეთრ სიაშია და ტენდერებში მონაწილეობს.

რაც შეეხება ტენდერს, გამარჯვებული გამოვლენილია და ახლა, ხელშეკრულების დადება მიმდინარეობს. სამუშაო უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა უნდა შესრულდეს სამუშაოების მთლიანი ღირებულების არანაკლებ 30%.

სამუშაო უნდა შესრულდეს: საჩხერის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონზე.

დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს (სამუშაოთა მწარმოებელი ან/და სხვა) უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების (მთლიანი ან ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

კომპანიები ე.წ შავ სიაში მერიის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდნენ.

კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც "შავ სიაში" ხვდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში ვეღარ მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. შავ სიაში ყოფნის პერიოდში, ასე მოხდა ორივე კომპანიის შემთხვევაში.

BM.GE-იმ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რის საფუძველზე მოხდა კომპანიისთვის სიის სტატუსის ცვლილება. თავად კომპანიაში, ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები