16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორს, “მილენიუმ ბილდერს გრუპსა” და “ერ-ტე-დე”-ს, ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზად სამუშაოების უხარისხოდ, ვადა გადაცილებით შესრულება სახელდებოდა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული კომპანიების შავ სიაში შეყვანა მერიის პრეროგატივა არ არის, რის გამოც საკითხს უკვე განიხილავს შესყიდვების სააგენტო.
“რა თქმა უნდა, როდესაც მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა, მეორე დღეს უკვე გადაეგზავნა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც, რა თქმა უნდა, განიხილავს საკითხს”, - ამბობს კალაძე.
თბილისის მერი არ აკონკრეტებს, სამუშაოების რა პროცენტი შეასრულეს აღნიშნულმა კომპანიებმა, ვიდრე მათ კონტრაქტი შეუწყდებოდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია “ერ-ტე-დე”-ს, რომელმაც წერეთელზე სამუშაოები დათქმულ დროში ვერ შეასრულა, მომხდარის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
რატომ გაუფორმეს ხელშეკრულება კომპანიას, რომელმაც წერეთელზე სამუშაო ვერ შეასრულა