მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lukoil-ი საკუთარი აქტივების ნაწილს შვილობილ კომპანიას გადასცემს

ლუკოილი
12.11.25 22:03
468

რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ი საკუთარი აქტივების დიდ ნაწილს თავისივე შვილობილ კომპანიას გადაუფორმებს. კერძოდ, საუბარია EL5-Energo-ზე, რომელიც დამფუძნებელი კომპანიის უშუალო აქტივებს მიიღებს. გარდა ამისა, EL5-Energo Lukoil-ის კიდევ ორ შვილობილ კომპანიასთან გაერთიანდება. ამ შემთხვევაში, საუბარია VDK-Energo-სა და Lukoil-Ecoenergo-ზე.

EL5-Energo-ს სამეურვეო საბჭო სამი კომპანიის გაერთიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 26 დეკემბერს მიიღებს. დასანქცირებული რუსული ნავთობ-გიგანტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად აქტივების სტრატეგიულ გადანაწილებას ისახავს. სავარაუდოა, რომ Lukoil-ი ამერიკული სანქციებისაგან თავის დახსნას სწორედ ამ გზით ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს აშშ-მა მსხვილი რუსული კომპანიები, მათ შორის Lukoil-ი დაასანქცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები