მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენის სურვილი Exxon-მაც გამოთქვა

Exxon Mobil

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანია Exxon-მა შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული რუსული ნავთობგიგანტის, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შეძენის სურვილი გამოთქვა. ამ ნაბიჯით ის გახდა რიგით მეორე ამერიკული ენერგოგიგანტი, რომელიც Lukoil-ისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რუსული კომპანიის უცხოური აქტივების შეძენის სურვილი გუშინ Chevron-მაც გამოთქვა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, Exxon-ი ამჟამად Lukoil-ის ყაზახეთში, კარაჩაგანაკსა და თენგიზში მდებარე ნავთობის საბადოებით არის დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საბადოებზე წილებს Exxon-ი უკვე ფლობს, შესაბამისად, მისი სურვილი Lukoil-ის ნაწილის შეძენაცაა. კიდევ ერთი ობიექტი, რომლის მიმართაც დაინტერესება Exxon-მა კულუარულად გამოთქვა, Lukoil-ის უდიდესი უცხოური აქტივი, დასავლეთ ერაყში მდებარე Qurna 2-ის საბადოა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიისთვის ეს რეგიონი უცხო არ არის. 2024 წლამდე Exxon-ი დასავლეთ ერაყში მდებარე კიდევ ერთ ნავთობსაბადო, Qurna 1-ში წილებს ფლობდა.

შეგახსენებთ, Lukoil-ის უცხოური აქტივებისადმი დაინტერესება რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ორ რუსულ ნავთობგიგანტს, Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების ფონზე კომპანიების საკუთარი უცხოური აქტივების გაყიდვისთვის დრო 13 დეკემბრამდე მიეცათ. იყო მცდელობა, Lukoil-ის აქტივები კვიპროსზე ბაზირებულ კომპანიასაც შეეძინა, თუმცა მაშინ შტატების ხაზინამ კომპანიის ხელმძღვანელის რუსული კავშირების გამო გარიგება დაუშვებლად ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები