მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lululemon-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად Nike-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი შეირჩა

lululemon

Lululemon Athletica-ის განცხადებით, კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორად Nike-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნა. პოპულარული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი დამფუძნებლისა და მსხვილი აქტივისტი-ინვესტორის მხრიდან ბიზნესის გადასარჩენად ძლიერ ზეწოლას განიცდის.

Lululemon-ს Nike-ის მომხმარებელთა, პროდუქციისა და ბრენდის მიმართულების ყოფილი პრეზიდენტი ჰაიდი ონილი სექტემბერში, აღმასრულებელი დირექტორის რანგში შეუერთდება. ის კელვინ მაკდონალდს შეცვლის, რომელიც იანვრის ბოლოს ძლიერი ზეწოლის ფონზე გადადგა.

Lululemon-ის აქციების ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში 38%-ით დაეცა, რამაც ვანკუვერში ბაზირებული კომპანიის საბაზრო ღირებულება $18.8 მილიარდამდე შეამცირა. ვარდნის მიზეზი გასულ წელს ამერიკულ ბაზარზე გაყიდვების შემცირება გახდა - მომხმარებელთა გემოვნება კონკურენტებისკენ (Alo Yoga, Vuori) გადაიხარა, ფასის მიმართ მგრძნობიარე მყიდველებს კი კომპანიის სპორტული ტანსაცმლის იაფი ალტერნატივები იზიდავს.

ინვესტორები სიახლეს ნეგატიურად შეხვდნენ. სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ აქციების ფასი 6%-ზე მეტით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით შეამცირა.

ონილიმ Nike-ი სექტემბერში დატოვა. როგორც Lululemon-ის განცხადებაშია აღნიშნული, მან კომპანიაში 25 წელი გაატარა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრენდის გადახალისებაში, პროდუქტის განვითარების ვადების შემცირებასა და ბაზარზე სწრაფად გატანაში.

გასული წლის ბოლოს ინვესტორმა Elliott Investment Management-მა Lululemon-ში დაახლოებით 1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა და ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოძიების განზრახვის შესახებ განაცხადა. ის მხარს საცალო ვაჭრობის გამოცდილ აღმასრულებელს, რიტეილ-ვეტერან ჯეინ ნილსენს, Ralph Lauren-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, უჭერდა.

კომპანიამ გასულ თვეში 10-კაციან საბჭოში Levi Strauss & Co-ის ყოფილი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩიპ ბერგი დანიშნა. ინდუსტრიის ზოგიერთი ანალიტიკოსი თანხმდება, რომ კრიზისში მყოფი ბრენდის გადასარჩენად საბჭოს განახლება აუცილებელია.

მართალია, კომპანია კვლავ მომგებიანია, თუმცა პანდემიის შემდეგ, როდესაც სპორტულ-ყოველდღიურ ტანსაცმელზე მოთხოვნა პიკს აღწევდა, გაყიდვების ზრდა შენელდა.

Lululemon-ის ცნობით, კომპანიას ონილის მოსვლამდე დროებითი თანა-აღმასრულებელი დირექტორების სტატუსით კვლავ ფინანსური დირექტორი მეგან ფრანკი და მთავარი კომერციული ოფიცერი ანდრე მაესტრინი უხელმძღვანელებენ. დირექტორმა მართა მორფიტმა კი დეკემბერში აღმასრულებელი თავმჯდომარის გაფართოებული როლი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები