საქართველოდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში წელს დაახლოებით 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა - უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე გაიგზავნა. წელს ექსპორტზე 4 300 ტონა მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 25.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.7 ათასი ტონით, ანუ 68%-ით, ხოლო ღირებულება - 9.9 მლნ აშშ დოლარით - ანუ 63%-ით გაიზარდა. როგორია წელს მოცვის მოსავალი, სად და რა ფასად იყიდება პროდუქცია და რა გეგმები აქვთ მწარმოებლებს?
სტუმარი: თორნიკე ფანჯავიძე - "საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი;