მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუვრის მუზეუმში წყლის გაჟონვის შედეგად ასობით ისტორიული ხელნაწერი დაზიანდა

ლუვრის ძარცვა
BM. GE
08.12.25 16:50
742

პარიზში მდებარე ლუვრის ეროვნულ მუზეუმში წყალმა გაჟონა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაზიანდა 300-400-მდე ისტორიული წიგნი, ხელნაწერი, მანუსკრიპტი თუ სხვა სახის სამეცნიერო დოკუმენტაცია. ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ადასტურებს.

წყლის გაჟონვა კონკრეტულად ეგვიპტოლოგიის სექციაში მოხდა, სადაც ეგვიპტოლოგიური ჟურნალების, დოკუმენტებისა და ისტორიული ხელნაწერების დიდი ნაწილი დაზიანდა. მუზეუმში ირწმუნებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არტეფაქტები რესტავრაციას და აღდგენას ექვემდებარებიან, საგანგაშო არაფერია. ისინი აცხადებენ, რომ ყველა ხელნაწერილი პროფესიონალურად გაშრება, აღდგება და თაროებს დაუბრუნდება.

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. იგი მხოლოდ ამ წელს მომხდარი მესამე დიდი ინციდენტია, გახმაურებული ძარცვისა და სტრუქტურული პრობლემების შემდეგ, რომლის შედეგადაც ანტიკური ბერძნული განყოფილება დროებით დაიხურა.

როგორც მუზეუმში მომუშავე ანონიმური წყაროები განმარტავენ, ეგვიპტოლოგიის დეპარტამენტში წყლის გაჟონვის პრობლემა წლების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა შესაბამისი რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან არ მოჰყოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები