მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M2-ის 3 პროექტი - “მთავრობის სტიმულირების პაკეტმა საშუალება მოგვცა, პროექტები არ შეგვეცვალა”

5ef708f9ac3fc
BM.GE
27.06.20 13:00
1533
M2 group-ის თანადირექტორი შოთა ბერეკაშვილი დეველოპერული კომპანიის მსხვილ პროექტებზე BMG Lunch-ის ფორმატში საუბრობს. მისი თქმით, კომპანიას სულ 3 მსხვილი პროექტი აქვს: მ3 საბურთალო, “სვეტის” მიერ შეჩერებული 3 ობიექტი(მირცხულავა, ჭყონდიდელი, ნუცუბიძის ქუჩებზე) და “ოლიმპიური ვარსკვლავის” პროექტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადაიბარეს.

მისი თქმით, ჯამში საუბარია 800 ათასი კვადრატის მშენებლობაზე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. “სვეტისა” და “ოლიმპიური ვარსკვლავის” გაჩერებული მშენებლობების დასრულების შემდეგ კი ბინას 3 ათასი ოჯახი მიიღებს.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, პროექტები საკმაოდ მსხვილია, აქედან გამომდინარე, უახლოეს წელიწად-ნახევარში ახალი პროექტის დამატებას არ აპირებენ.

“თუმცა, როცა ამ პროექტებს მშენებლობის პიკზე ავიყვანთ, შემდეგ გამოგვითავისფულდება რესურსი და შევძლებთ ახალ პროექტებზე ფიქრს”,- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამთავრობო სტიმულირების პაკეტმა და ამან კომპანიას მისცა საშუალება პროექტები არ გაეჩერებინათ.

“შეგვეძლო პროექტების განხორციელება, მაგრამ იყო კითხვის ნიშნები, შეიძლებოდა დროში გაწელილიყო. კრიზისის დროს არავინ აგრძელებს ბიზნესს, როგორც ყოველთვის, რაღაც კორექტირება ყოველთვის ხდება - ხარჯების ოპტიმიზაცია, კადრების შემცირება და ა.შ. მაგრამ სტიმულირების პაკეტმა მოგვცა საშუალება, პროექტები არ შეგვეცვალა”,- აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები