მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Macquarie Bank-მა ნაღდი ფულის გამოყენება სრულად შეწყვიტა

macquaire

ავსტრალიურმა Macquarie Bank-მა ნაღდი ფულის გამოყენება სრულად შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი მომხმარებლებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოემსახურება.

გარდა ნაღდი ფულის მომსახურებისა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა ქაღალდის ჩეკების მიღებაც შეწყვიტა და ამ მიმართულებითაც პროცესების გაციფრულება გადაწყვიტა.

როგორც Macquarie Bank-ში აღნიშნავენ, უნაღდო ანგარიშსწორება აუმჯობესებს აღრიცხვიანობას, გამჭვირვალობას და ამცირებს ფულის გათეთრების რისკებს. გარდა ამისა, ის კაპიტალური დანახარჯების, ადამიანური რესურსის დაზოგვის და საოპერაციო ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები