აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ ადარდებს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხი, თუმცა ამბობს, რომ ის კარგი კაცია.
"ვფიქრობ, ახალი კაცი [არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარი] კარგად იმუშავებს. ის კარგი ადამიანია", - უთხრა ტრამპმა ABC News-ის ჟურნალისტს.
12 აპრილს გამართულ არჩევნებში უნგრეთში ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს ორბანის „ფიდესი" დაამარცხა. ამით უნგრეთში ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა.
ორბანს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, მხარს უჭერდა როგორც ვლადიმერ პუტინი, ასევე დონალდ ტრამპი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსი ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტშიც ჩავიდა.
არჩევნების წინა დღეს კი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში უნგრელებს მოუწოდებდა ორბანისთვის მიეცათ ხმა: "უნგრეთო: გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის არის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული. მას მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევნებში. ვიქტორ ორბანი არასოდეს გაუცრუებს იმედებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ".




























