გერმანიისა და ელჩ პიტერ ფიშერის მიმართ მადლიერებისა და სოლიდარობის გამოსახატავად შექმნილ პეტიციას სოციალურ ქსელში პიტერ ფიშერი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განცხადება ადასტურებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ და გერმანიამ ერთობლივად მიაღწიეს.
"გერმანია და მე მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ეს პეტიცია აჩვენებს. ტექსტიდან ჩანს, რამდენს მიაღწიეს გერმანიამ და საქართველომ ერთად, გასული 30 წლის განმავლობაში. საერთო ხედვის მიმართულებით ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. დაე, დავიცვათ ეს და გავაგრძელოთ ერთად წინსვლა", - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში.
🇩🇪 and I are grateful for the ❤️ and support shown by this petition. The text shows how much 🇩🇪 & 🇬🇪 have achieved together over the last 30 years. We made so much progress towards a shared vision. Let's protect that & keep moving forward together. 🇩🇪🇬🇪🇪🇺https://t.co/inl9MBDeJu https://t.co/cDdJOqNx1y
— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 15, 2025
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების პეტიცია შეიქმნა.




























