მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობა ჩვენს დონორებს" - "ქართული ოცნების" დეპუტატი

ზაზა ლომინაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა ლომინაძე, რომელმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირა, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მადლობას უხდის. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე BMG-სთან ამბობს, რომ უცხოური დაფინანსებით, გასულ წლებში, არაერთი რეფორმა ჩატარდა.

"[გასულ 4 წელში] არაერთი გასვლითი სხდომა მოვაწყვეთ, არაერთი პროგრამა დავწერეთ, დავსახეთ. მადლობა ჩვენს დონორ ორგანიზაციებს. ეს იყო UNDP-ი და ასე შემდეგ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა UNICEF-თან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. წელს გვქონდა ორი ჯგუფი კვლევის, ერთი, რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსდა მეორე, UNDP-ის. პირველი ეხებოდა ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მეორე DRG-ის გამოწვევებს ქვეყანაში", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

BMG-სთან ინტერვიუში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დონორების დახმარება მიზნობრივი უნდა იყოს.

"მადლობას ვუხდი [დონორებს] მიზანმიმართული დახმარებისთვის. ჩვენი დახმარება მიზანმიმართული უნდა იყოს. რაშიც გვჭირდება, იქ უნდა დაგვეხმარონ. თუ ვინმე რამეს აკეთებს, გამჭვირვალე უნდა იყოს", - აღნიშნა დეპუტატმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები