საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ნაკრებმა მოლოდინებს გადააჭარბა და ექსპერტების ვარაუდის საწინააღმდეგოდ ჯგუფური ეტაპი გადალახა, რაც ისტორიული შედეგია.
EURO 2024 ეროვნული ნაკრებს ისტორიული დებიუტს არაერთი ქვეყნის საელჩო ულოცავს, რომლებიც ნაკრებს შესანიშნავი ასპარეზობისთვის მადლობას უხდიან.
"ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს პოსტში.
"გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრებს ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის", - წერს ევროკავშირის საელჩო საქართველოში.
"მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მადლობა ბიჭებს!", - წერს ესტონეთის საელჩო საქართველოში.
"შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!", - წერს შვედეთის საელჩო.
„პატივისცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი და გრძნობით სავსე წარმოდგენისთვის ევროპის ჩემპიონატზე. მოუთმენლად ველოდები თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე“, – დაწერა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში.
Respect & honor to @nakrebi 🇬🇪 for strong and passionate performance @EURO2024 👏🏽. Looking forward to seeing you at the next big ⚽️ tournament. Kopf hoch! pic.twitter.com/2FK3TmrfuL
— Peter Fischer (@Diplo_Peter) June 30, 2024