"მადლობა ღმერთს, [თორნიკე რიჟვაძის] გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის საავადმყოფოში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა, სამთავრობო მედიებში გავრცელებულ თორნიკე რიჟვაძის მიერ დაწერილ წერილზე, რომელიც მან თითქოს სუიციდის მცდელობამდე დატოვა.
"მადლობა ღმერთს [თორნიკე რიჟვაძის] გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება მყისიერად დაიწყო და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა რაც შეიძლება ფაქტს უკავშირდებოდეს. დანარჩენს გამოძიება იტყვის.
ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც. ეს თავისი შინაარსით ისეთი საქმეა, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის სტრესული გარემოა... ათას ტყუილს აბრალებენ. ეს ყველას პასუხისმგებლობა ვინც საქართველოში სიძულვილის დათესვას ცდილობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























