მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მადლობა ყველას, ვინც გუშინ გამოვიდა, რომ გერმანიის მიმართ მადლიერება გამოეხატა - ფიშერი

პეტერ ფიშერი

თბილისში გამართულ ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მარშის მონაწილეებს მადლობას უხდის.

"დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რომ გერმანიის მიმართ მადლიერება და ჩემს მიმართ სოლიდარობა გამოეხატა. მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმის შეწყვეტის მოთხოვნისთვის და საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში გერმანიის წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს აქვს ევროკავშირის მისწრაფება. გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ", - წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

24 სექტემბერს, გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამას გარდა, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში. საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ელჩმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა და ეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში პირველი შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები