მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს

რეალის საზაფხულო ტრანსფერები

მიმდინარე სეზონი მადრიდის “რეალისთვის” საკმაოდ მძიმე გამოდგა, რადგან გუნდმა ესპანეთის სუპერთასისა და სამეფო თასის ფინალი წააგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალიდან გამოვარდა და შიდა ჩემპიონატშიც პირველადგილოსან “ბარსელონას” ჩამორჩება.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კლუბს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დატოვებს, ხოლო მის ადგილს კი ლევერკუზენის “ბაიერის” თავკაცი ჩაბი ალონსო დაიკავებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი ზაფხულის ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს და უკვე მონიშნული აქვს იმ ფეხბურთელების სახელები, რომელთა დამატებასაც გუნდი შეეცდება: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, მილოშ კერკეზი, უილიამ სალიბა, მარტინ ზუბიმენდი, დინ ჰოისენი, ფლორიან ვირცი და ფრანკო მასტანტუონო. იმ შემთხვევაში თუ “რეალს” ბრაზილიელი შემტევი როდრიგოც დატოვებს, “სამეფო კლუბი” ფორვარდის დამატებაზეც იზრუნებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბი მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში მთავარ კონკურენტთან, “ბარსელონასთან” გამართავს. ამჟამად “თეთრებსა” და “ბლაუგრანას” შორის 4 ქულიანი სხვაობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები