მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის “რეალის” შემოსავალმა რეკორდულ 1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

მადრიდის რეალის შემოსავალი

მოქმედი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომლის შემოსავალმაც მილიარდ ევროს გადააჭარბა. აუდიტორული კომპანია Deloitte-ს ინფორმაციით მადრიდელებმა 2023/24 წლებში 1,046 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს, მაშინ როცა 2023 წელს გუნდის მოგებამ 831 მილიონი ევრო შეადგინა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მათი ფინანსები 26%-ითაა გაზრდილი.

დაგენერირებული თანხიდან 483 მილიონი კომერციულ გარიგებებს უკავშირდება, 316 მილიონი ტელეტრანსლაციების გაყიდვებიდან, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალმა 248 მილიონ ევროს მიაღწია.

ცხადია ყველაფერს ხელი შეუწყო, ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულმა წარმატებებმა. კერძოდ მადრიდელებმა ისტორიაში მე-15 ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.

კომპანიის ცნობით, 20 ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბის საერთო შემოსავალმა 2024 წელს 11,2 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 6%-ით გაზრდილი შედეგია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ცნობისთვის, “რეალის” შემდეგ 838 მილიონით “მანჩესტერ სიტი”, 806-ით “პსჟ”, 771-ით “მანჩესტერ იუნაიტედი” და 765 მილიონით მიუნხენის “ბაიერნი” მოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები