მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maersk-ის სატვირთო გემები წითელ ზღვას თავს აარიდებენ

maersk

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისა და ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან გემების გაყვანის და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

კომპანია Maersk-მა შეზღუდვის გახანგრძლივების და განუსაზღვრელი ვადით გემების გადამისამართების გადაწყვეტილება მიიღო.

წითელი ზღვიდან გემების გადამისამართება პირდაპირ კავშირშია იემენის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სატვირთო გემებზე მიყენებულ ზიანთან. თავად ჰუსიტების ქმედება ისრაელისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ჰამასს და ყველაფერს გააკეთებენ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების დასაცავად, მათ შორის, იერიშს მიიტანენ ზღვაში მცურავ სატვირთო გემებსა და ტანკერებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები