მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალფასიანი ბინების გაყიდვების მატება აღინიშნება“ - თბილისის რომელ უბნებში გაიზარდა მოთხოვნა?

640ed090b94ad
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 11:56
2310
„თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში გაყიდული ბინების რაოდენობა დეკემბრის მაჩვენებელს 26%-ით ჩამორჩა, წლიურად კი ის მნიშვნელოვნად - 17%-ით გაიზარდა. შესაბამისად, იანვარში თბილისში 2 839 ბინა გაიყიდა.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საფასო კატეგორიების მიხედვით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში მაღალფასიანი ბინების გაყიდვების მატება აღინიშნება. 1 500$ კვ.მ-ზე ფასის მქონე ბინების წილი 7 პპ-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე გასაყიდი ფასის ზრდით აიხსნება.

იანვრის მიმოხილვაში გასაყიდი ბინების მოცულობის მიხედვით გაყიდვების ტენდეციაა წარმოდგენილი, რომლის თანახმად, 2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების უმეტესობა (74%) 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის არის. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია და მხოლოდ 5% აღემატება 125 კვ.მ-ს. მსგავსი სურათი შეინიშნება 2022 წლის იანვარსა და დეკემბერში.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებს თბილისის უბნების მიხედვით, გაყიდვების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს საბურთალო იკავებს, სადაც ყველაზე მეტი ტრანზაქცია, განსაკუთრებით ძველი ბინების შემთხვევაში, ფიქსირდება.

„აღსანიშნია, რომ დიდი დიღომი გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (192 ბინა). ორივე უბანში ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (+38% და +35% წ/წ), თუმცა ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები შემცირდა (-44% და -3% წ/წ).

2022 წლის იანვართან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+136%), დიდუბეში (+73%), გლდანში (+41%) და ისანში (+41%).

TOP-3 უბანი, სადაც ტრანზაქციების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა:

1. ნაძალადევში - 63%;
2. ჩუღურეთი - 44%;
3. მთაწმინდა - 32%;

ღირებულების მიხედვით, თბილისში ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით მთაწმინდა და ვაკე გამოირჩევა, სადაც საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1700$-ს აჭარბებს. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყველა უბანში შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება.

TOP-3 უბანი გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდით:

1. ჩუღურეთი - 32%;
2. საბურთალო - 31%;
3. ვაკე - 29%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები