მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონია

Art Riverfront

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი დოლარია და ის 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნა. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა. სასტუმრო გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები