მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაღალი ხარისხის აგრარული პროდუქცია გერმანიაში მოთხოვნადია" - რა შეიძლება შევთავაზოთ გერმანულ ბაზარს?

60bfa9380d41e
თამთა ჯიჯავაძე
08.06.21 23:41
912
რა შეიძლება შესთავაზოს ქართველმა მწარმოებლებმა გერმანულ ბაზარს და რა შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე საქართველოდან გერმანიაში? - ამ შეკითხვებს გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა BMG-ისთან ინტერვიუში უპასუხა.

მისი თქმით, ექსპორტის ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ არის სოფლის მეურნეობის სფეროში.

„მაღალი ხარისხის აგრარული პროდუქცია გერმანიაში ძალიან მოთხოვნადია. გერმანული ფირმები, რომლებიც საკვების გადამუშავებაზე მუშაობენ, მართლაც ეძებენ ასეთ პროდუქტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას უნდა დაემატოს სხვა სფეროებიც. მაგალითად, საქართველოში უკვე არის ტანსაცმლის წარმოება და მგონია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს, კიდევ ბევრი სექტორი არსებობს, მაგალითად ავეჯის წარმოება ან კიდევ სერვისები, მაგალითად კომპიუტერული ტექნოლოგიების, დიზაინის სფეროში. ამ სფეროებში საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყავს. ესეც ექსპორტის სახეობა, რომლის განვითარებაც შეიძლება“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, გერმანულ და ევროპულ ბაზარზე გადის ბევრი ახალი ქართული პროდუქცია, რომელიც აქამდე იქ არ იყო, - „მაგალითად ხილი, ან ყვავილები, რომლებიც სუნამოების შესაქმნელად გამოიყენება, ან ჩაის დანამატები, ანუ ძალიან სპეციფიკური პროდუქტი. მოხარული ვარ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქტი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს ასეც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან გერმანიაში 61 759,9 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, 2019 წელს კი -  54 262,8 ათასი აშშ დოლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები