მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ ფართოვდება - ინვესტიცია ₾1 მილიონია

62f1138f04c2c
BM.GE
09.08.22 14:19
3007
მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ ფართოვდება და 2 ფილიალს ამატებს. შედეგად, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 8 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ფილიალი თელავში (თელავი მოლი) 16 აგვისტოს გაიხსნება , თბილისში კი 15 ივლისს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიხსნა. „ევრობრენდი“ ქსელის გაფართოებისათვის 1 000 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს და დამატებით 25 ადამიანს დაასაქმებს, რითაც კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 150 ადამიანს შეადგენს.

„ევრობრენდი“ მიმდინარე წელს დამატებით რამდენიმე ფილიალის გახსნას აანონსებს, მაგრამ დეტალებს კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ.

„ევრობრენდი“ საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს დიდი ფასდაკლებით თავაზობს. „ევრობრენდი“ დიდი ფორმატის მაღაზიებით არის წარმოდგენილი თბილისში - 5, ქუთაისში - 1, ბათუმში - 1 და ცნობილი ბრენდების აუთლეტკოლექციებს 70%-მდე ფასდაკლებით წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები