მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგემე“ გმობს ძალადობას და მედიას მხარდაჭერას აგროტურების გაუქმებით უცხადებს

60f0205fb681b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 15:47
1000
სოფლის მეურნეობაში პანდემიის პერიოდში ამოქმედებული მარწყვი სასათბურე მეურნეობა „მაგემე“ 5 ივლისისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გმობენ ძალადობას და მედიას სოლიდარობას უცხადებენ.

BM.GE კომპანიის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ სულ პატარა კომპანია ვართ, ყველაზე რთულ დროს დავარსდით და ბევრი გამოწვევების მიუხედავად მთელი მონდომებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. როდესაც ქვეყანაში თავისუფლება, უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რთულია ტურიზმზე, აგრო ტურიზმზე ან რაიმე ბიზნესის განვითარებაზე ფიქრი. #მაგემე გმობს ძალადობას და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის მიზნით 17 -18 ივლისს აუქმებს დაგეგმილ აგროტურებს. მიგვაჩნია, რომ დღეს დუმილის უფლება არავის გვაქვს და თითოეული ჩვენგანის ვალია ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის, დასავლური, პროგრესული ფასეულობების გვერდით“, - წერია „მაგემეს“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის: მარწყვის სასათბურე მეურნეობაში აგროტურები კომპანიამ 13 ივნისს დაიწყო. ტურები ყოველ შაბათ-კვირას 2 საათიანი ხანგრძლივობით ეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები