მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი პანდემიამდელთან შედარებით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ოთახი

2024 წლის პირველ კვარტალში მაღალ ბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა ზომიერად აღდგა და საშუალოდ 46%-ს მიაღწია. "თიბისი კაპიტალის" ტურიზმის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, წლის პირველ სამ თვეში ამ სეგმენტის სასტუმროების დატვირთულობა 2023 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

მიმოხილვის ავტორების პროგნოზით, 2024 წლისთვის დატვირთულობის გაზრდა საშუალოდ 4%-ითაა მოსალოდნელი.

გარდა ამისა, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში მცირედით გაიზარდა საშუალო ფასი და 113 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პანდემიამდელ დონესთან შედარებით 5%-ით მაღალია.

"საშუალო დღიური ტარიფისა და დაკავებულობის კოეფიციენტის ზომიერი ზრდა, მოგზაურობის გადახდების მნიშვნელოვან აღდგენასთან ერთად, შეიძლება მიუთითებდეს, რომ საერთაშორისო მოგზაურებს განსახლების სხვადასხვა არჩევანიც აქვთ, ან მათი უპირატესობები იცვლება", - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები