მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი $143-მდე გაიზარდა - TBC Capital

ფასანაური

2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი (ADR) სეზონური ცვლილებით და ზოგადი აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ამის შესახებ TBC Capital-ის ტურიზმის განახლებაშია აღნიშნული.

2024 წელს, ოთახების ფასი მაღალია გასულ წელთან შედარებით, შესამჩნევი მატებით კი ზაფხულის თვეები გამოირჩეოდა.

პუბლიკაციის მიხედვით, სექტემბერში, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 8%-იანი ზრდაა.

თუმცა, სექტემბერში სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები