მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, საბანკო სექტორში მაღალი კონკურენციაა - ალექსანდრე ძნელაძე

ალეკო ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში არსებული მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, საფინანსო სფეროში მაღალი კონკურენციაა, რაზეც საპროცენტო განაკვეთების სპრედის კლებადი ტენდენცია და ბაზარზე შემოსული ახალი ბანკების რაოდენობაც მეტყველებს.

“მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაგვისვამს ხაზი და გვითქვამს, რომ საკმაოდ მაღალია კონცენტრაცია საბანკო სექტორში, კონკურენცია მაინც ძალიან მაღალია, ამაზე მოწმობს საპროცენტო განაკვეთების მარჟების შემცირება. ამაში ვგულისხმობთ მოზიდული სახსრების ღირებულებას და სასესხო პროცენტებს შორის სხვაობას, რომელიც ყოველწლიურად მცირდება. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მდგენელი არის კონკურენცია. მეორე არის ის, რომ ახალი ბანკების შემოერთება კვლავინდებურად გრძელდება, რადგანაც ბანკები ხედავენ სხვადასხვა პოტენციალს, რომლის ათვისებასაც გეგმავენ. იქნება ეს ციფრული განვითარების კუთხით თუ სხვა,”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივების ზომა 78.9 მილიარდი ლარია, ამ თანხიდან 60.7 მილიარდი ლარი, ანუ 77% ორ სისტემურ ბანკზე მოდის. 53-მილიონიან საკრედიტო პორტფელში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის წილია 76%, ხოლო 52-მილიარდიან სადეპოზიტო პორტფელში ორი უმსხვილესი ბანკის წილი 79%-ია.