მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის შემდეგ დღემდე, საბანკო სექტორში კადრების გადინება 25%-ს უახლოვდება - ძნელაძე

64aef74a3c57e
ალა ისპირიანი
12.07.23 23:55
803
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის, განცხადებით, საბანკო სექტორში 2022 წლის შემდეგ დღემდე, კადრების გადინება 25%-ს უახლოვდება. როგორც მან „საქმიან დილაში" სტუმრობისას თქვა, ორი წლის წინ 17%-მდე კადრების გადინება საგანგაშოდ მიიჩნეოდა, ახლა მსოფლიო კვლევა აჩვენებს, რომ სურათი გაცილებით უარესია.

პოტენციური გამოწვევა, რომ რეალურ პრობლემად არ იქცეს საბანკო სფერო ამისთვის აქტიურ სამუშაო რეჟიმშია. მიუხედავად გაციფრულების მაღალი ტემპისა, რაც ასევე ცალკე და დამატებით კვალიფიციური IT სფეროს თანამშრომლების საჭიროებას აჩენს, კადრების დეფიციტი შეიძლება ბანკებისათვის კონკურენტუნარიანობის რისკშიც გადაიზარდოს.

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, აღნიშნული ტენდეციის შენარჩუნების შემთხვევაში, ამ მიმართულებით საუბარი საქართველოს შემთხვევაშიც აქტიურად დაიწყება. 

„საბანკო სექტორში 2022 წლის შემდეგ დღემდე, კადრების გადინება, წლის ჭრულში, 25%-ს უახლოვდება. თუ შარშან და შარშან წილ საგანგაშო იყო 14-17% დღეს რეალობა ასეთია, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი შეიძლება ერთი წლის შემდეგ არ დაგხვდეს ბანკში და სხვა ადამიანმა შეცვალოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო კვლევის შედეგებით, სადაც შინამეურნეობები გამოიკითხა. კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს საბანკო სექტორი მათ მოთხოვნებს, 2-ჯერ არის გაუარესებული მოთხოვნა და უნდა აღინიშნოს, რომ ისინი რეალურად ფილიალში იღებენ მომსახურებას. ეს რეალური სურათი რომ არ არის, შეგვიძლია მეორე მხარესაც ვისაუბროთ, რომ სერვისების რაოდენობა და მიწოდების ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ საკმაოდ მაღალმა დენადობამ მსოფლიოს მასშტაბით გააფუჭა ინფორმაციის მიწოდება, ან მომსახურების ხარისხი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოს შემთხვევაშიც იქნება ამ საკითხზე საუბარი, თუმცა საქართველოში კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

მან ასევე გაციფრულების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ გაციფრულებას ფილიალების რაოდენობის შემცირება არ გამოუწვევია:“არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გაციფრულებამ ფილიალების რაოდენობა არ შეამცირა და კონკრეტულად ფიზიკურად მისაღები სერვისების და ადგილების შემცირებას ხელი არ შეუწყო. ბანკომატების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. გაციფრულებასთან ერთად ფილიალების რაოდენობა არ მცირდება“, - თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები