მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ₾20 მილიონი გამოიყოფა - განკარგულება

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოსცა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის 5 300 000 ლარის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეპროგრამის „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად.

ამავე დოკუმენტით, გათვალისწინებულია 14 700 000 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები