მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა" - ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას

სს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ბერდია სიჭინავას განცხადებით, მას ჭიათურის მანგანეზთან დაკავშირებით მაღაროელებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ გადასცეს, რაზეც მან „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში კობახიძეს ჰკითხა.

იმედია გასცემთ პასუხს, მუშებმა 2 000-მა ადამიანმა გადმომცა თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით და დებატებზე... რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა.

"თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.

მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ ვერ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს ვერ გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობებით შექმნა“, - მიმართა კობახიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები