მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიათა ქსელი Macy’s-ი, შესაძლოა, $5.8 მილიარდად გაიყიდოს

Macy's

ამერიკული მაღაზიათა ქსელი Macy’s-ი, შესაძლოა, $5.8 მილიარდად გაიყიდოს - შესაბამისი წინადადებით კომპანიას Arkhouse Management-მა და Brigade Capital Management-მა მიმართეს. ამგვარი შეფასებით, Macy’s-ის თითო აქცია 21 დოლარადაა შეფასებული, რაც დაახლოებით 4 დოლარით მეტია, ვიდრე ფასი, რომლითაც კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

წლის დასაწყისიდან დღემდე, Macy’s-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17%-ითაა შემცირებული, ხოლო გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, 7%-ით შემცირდა, რაც კომპანიის მიერ სხვა მაღაზიათა ქსელებთან კონკურენციით აიხსნება, რასაც, თავის წილ, ფინანსური კომპანიების მხრიდან Macy’s-ის გამოსყიდვის ინტერესს წარმოშობს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები