ამერიკული მაღაზიათა ქსელი Macy’s-ი, რომლის შეძენა Arkhouse Management-სა და Brigade Capital Management-ს $5.8 მილიარდად სურდა, ამ ეტაპზე, არ გაიყიდება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს შეფასება დაბალია და არ ასახავს მაღაზიათა ქსელის რეალურ ღირებულებას.
წლის დასაწყისიდან დღემდე, Macy’s-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 10.8%-ითაა შემცირებული, ერთი წლის ჭრილში კი, კლების მაჩვენებელი 24.6%-ს შეადგენს.
ამასთან, მცირდება კომპანიის გაყიდვებიც, რაც კომპანიის მიერ სხვა მაღაზიათა ქსელებთან კონკურენციით აიხსნება, რასაც, თავის წილ, ფინანსური კომპანიების მხრიდან Macy’s-ის გამოსყიდვის ინტერესს წარმოშობს.