მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს Meta-ს და CoreWeave-ის $14-მილიარდიანი გარიგება

Meta

წამყვან ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Meta-სა და CoreWeave-ს შორის $14-მილიარდიანი გარიგება შედგა. არსებული შეთანხმების ფარგლებში, ტექ-გიგანტი დატა ცენტრების ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშისგან სერვისს 2031 წლის დეკემბრამდე მიიღებს, სანაცვლოდ კი $14.2 მილიარდს გადაიხდის. გარიგების თანახმად, Meta წვდომას მიიღებს CoreWeave-ის უახლეს AI ინფრასტრუქტურაზე, კონკრეტულად Nvidia-ს უახლეს GB300 სისტემაზე, რაც მარკ ცუკერბერგის კომპანიას ხელოვნური ინტელექტის და Meta Verse-ის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

შეთანხმებით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს CoreWeave-იც, რომელიც მეტად დივერსიფიცირდება და Microsoft-ზე დამოკიდებულებას შეამცირებს. Meta-სთან გარიგების გაფორმების შემდეგ დატა ცენტრების კომპანიის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა და ის ამჟამად $136.77 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ CoreWeave-მა მნიშვნელოვანი გარიგება ცოტა ხნის წინ OpenAI-სთანაც გააფორმა და დამატებით პარტნიორობის მასშტაბი $22.4 მილიარდამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები