მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

63e2708f5a415
BM.GE
07.02.23 19:43
588
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის, 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან საგაზაფხულო სესიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომიტეტის გასული წლის გეგმა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრიორიტეტების მიხედვით იქნა შედგენილი და განისაზღვრა ექვსი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის ფარგლებში კომიტეტი მუშაობდა.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას.
ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც აქცენტი გაკეთდა ეს იყო „მწვანე ზრდა“ და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, კლიმატმედეგი ურბანული და სოფლად განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, წიაღისეულის მდგრადი მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, ბუნებრივია, საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების პროცესის მიღების ადრეულ ეტაპზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ 6-პუნქტიანი გეგმის განხორციელების ფარგლებში კომიტეტი იყო ძალიან აქტიური. მაია ბითაძემ ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და თემატურ მოკვლევებზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები